LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აღწერილია როგორ სთხოვს თენგიზ ბასილაშვილი დეკანოზ შალვა კეკელიას ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის საპატრიარქოს სახელით დაწეროს შუამდგომლობა” – გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ბასილაშვილის საქმეც ფიგურირებს

4764
247887611-0-0-2500-1414-1920x0-80-0-0-69a046ede1da9bfe0add9c10d3b61c94

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” განცხადებით, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს.

ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ PHR-მა შესაბამისი რეაგირებისათვის მიმართა საქართველოს პროკურატურას.

“2021 წლის 13 სექტემბერს მედია საშუალებებით ცნობილი გახდა სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების შესახებ.

2021 წლის 20 სექტემბერს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ონლაინ გამოცემამ „პუბლიკა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია 2020 წლის 23 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმის თენგიზ ბასილაშვილისა და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ შალვა კეკელიას საუბრის შესახებ. საუბარი ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შედგა.

გავრცელებულ ფაილებში აღწერილია თუ როგორ სთხოვს თენგიზ ბასილაშვილი დეკანოზ შალვა კეკელიას ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის, რომელიც მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული, საპატრიარქოს სახელით დაწეროს შუამდგომლობა. აღნიშნულ თხოვნაზე დეკანოზმა თანხმობა განუცხადა და დაპირდა, რომ დაუკავშირდებოდა პატრიარქის თანაშემწეს დავით ჭინჭარაულს, რომელსაც ბასილაშვილთან მეგობრობა აკავშირებს. სტატიის თანახმად, აღნიშნული საუბრის ავთენტურობა დაადასტურა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

აღნიშნული საუბრიდან მეორე დღეს, 2020 წლის 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სხდომა, სადაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

გავრცელებული ინფორმაცია აჩენს ვარაუდს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შესაძლებელია ჩადენილი იყოს დანაშაული.

PHR-მა შესაბამისი რეაგირებისათვის მიმართა საქართველოს პროკურატურას.

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესები დღემდე მიმდინარეობს. პროცესების გადადება ხშირად ჩოგბურთელის მოუცლელობის გამო ხდება, რაც ხელს უშლის სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.”-აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g