LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგრესიულმა მგზავრმა ავიაკომპანიის თანამშრომელი ცრემლებამდე მიიყვანა

26

აგრესიულმა მგზავრმა ავიაკომპანიის თანამშრომელი ცრემლებამდე მიიყვანა. გამოცემა „mirror“-ის ინფორმაციით, ბელგიაში, კერძოდ კი ბრიუსელის აეროპორტში მოხდა.

დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდის – Ryanair-ის თანამშრომელმა ამერიკელი მოგზაური ბორტზე არ აუშვა, რადგან მას ბილეთი არ ქონდა. ამის გამო მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ძალიან გაბრაზდა და თავისი აზრების უხეშად გამოხატვა დაიწყო. შედეგად ქალბატონმა ვეღარ მოითმინა და ატირდა. ხოლო, როდესაც ერთ-ერთმა მგზავრმა ბორტგამცილებლის დაცვა სცადა, აგრესიული მგზავრი ახლა მას მისდგა და სანამ საქმეში დაცვის თანამშრომლები არ ჩაერივნენ, მისი გაჩერება ვერავინ შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები