LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგრო სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები – “საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით ბიზნესშეხვედრა გაიმართა

292
bog (4)

საქართველოს ბანკი” აქტიურადაა ჩართული აგრო სექტორის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, აგრომიმართულებით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, აგრო სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები – მრავალწლოვანი კულტურების მიმართულებით  განიხილეს.

შეხვედრაზე საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა, ალექსანდრე მელქაძემ  აგრომიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.  „გალთ & თაგარტის“ უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა, მარიამ ჩახვაშვილმა კი დამსწრე საზოგადოებას ბაზრის ტენდენციებზე კვლევა  წარუდგინა.

ღონისძიების მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო, სადაც სოფლის განვითარების ფონდის, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის, ნუშისა და კაკლის ასოციაციის, ასევე,   ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მრავალწლოვანი კულტურების ჭრილში გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლებს მივაწოდოთ მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია. მთავარი გამოწვევაც იმაში მდგომარეობს, რომ ამ მიმართულებით ნაკლები ცოდნა არსებობს. შესაბამისად, ჩვენც სხვადასხვა კომპანიებთან ვპარტნიორობთ, რომლებსაც მეტი გამოცდილება აქვთ, რათა ჩვენს მომხმარებლებს გაუწიონ კვალიფიციური კონსულტაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენი მხარდაჭერით აგრო სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე არაერთ ღონისძიებას ვატარებთ. აღნიშნული შეხვედრაც მათთვის იყო, ვინც მრავალწლოვანი კულტურების ინვესტიციითაა დაინტერესებული. მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პირადად გასაუბრებოდნენ სექტორის წარმომადგენლებს და მიეღოთ პასუხი მათთვის საინტერესო შეკითხვებზე“, – აღნიშნავს საქართველოს ბანკის აგრო პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g