LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აგვიკრძალეს სამსახურში მოსვლა, სოფელში გამოჩენაც – სამსახურში მაინც მოვედი, ყველა მტერივით მიყურებდა. 14 წლის გოგო მოკვდა, ვინმეს ხმა რომ ამოეღო, ასე ხომ არ იქნებოდა?“ – აითაჯ შახმაროვას სკოლის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ემუქრებიან

16550
მუბარის ისმაილოვი

„აგვიკრძალეს სამსახურში მოსვლა, მე სოფელში გამოჩენაც. პოლიციას მივმართე. დირექტორი, მისი მოადგილე ან მასწავლებლები მართლები რომ იყვნენ, განა ასე ჩაკეტავდნენ კარს?“, – ამბობს საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს, აითაჯ შახმაროვას სკოლის ყოფილი დირექტორი, მუბარის ისმაილოვი.

როგორც იგი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნავს, მათ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, სკოლის მოქმედი დირექტორის, ჯამლეტ ისმაილოვის ახლობლები სახლში მისცვივდნენ და დაემუქრნენ.

„სისტემა უნდა დაფიქრდეს, საჭირო ხომ არაა დასჯადი გახდეს იძულებითი ნიშნობაც.. პრობლემაა დანაშაულის შეუტყობინებლობა, ნუთუ, არავინ დაინტერესებულა, სად არის ეს ბავშვი?!“ – აიჰან გასანოვი 14 წლის აითაჯის მკვლელობაზე

მუბარის თქმით, ჯამლეტ ისმაილოვმა (მოქმედმა დირექტორმა) მასწავლებლად მუშაობის დროს თავისი მოსწავლე, არასრულწლოვანი გოგო დანიშნა და ქორწილი გადაიხადა.

ჯამლეტ ისმაილოვი მუბარის ისმაილოვის მოადგილე იყო, რის შემდეგაც დირექტორის პოსტიც დაიკავა.

„ვისაუბროთ აიტაჯის სკოლის დირექტორზე.. გამლეტმა 2015 წელს ცოლად მოიყვანა 15 წლის გოგო, მისი მოსწავლე ყოფილა, თურმე მალავდა არასრულწლოვანთა ნიშნობის ფაქტებს“ – რა ინფორმაციას ავრცელებს სამირა ბაირამოვა

ჯამლეტ ისმაილოვის მისამართით მძიმე ბრალდებები ისმის. სკოლის დირექტორი დადანაშაულებულია იმაშიც, რომ იგი ბავშვების იძულებით ქორწინებას ხელს უწყობდა და არასრულწლოვანები სკოლაში სწავლას ფიქციურად განაგრძობდნენ.

სწორედ აღნიშნულ ბრალდებებზე ისაუბრა მუბარის ისმაილოვმა „ფორმულასთან“, რის შემდეგაც ის ამბობს, რომ სახლში მისცვივდნენ.

„თქვენს ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ ოჯახში მომივარდა დირექტორის მთელი ოჯახი, მემუქრებოდნენ და იგინებოდნენ.

ჩემს შვილს რუსთავში მისმა ძმამ დაურეკა და დაემუქრა, რომ სკოლაში გამოჩენის შემთხვევაში მოკლავდნენ.

აგვიკრძალეს სამსახურში მოსვლა, მე სოფელში გამოჩენაც. პოლიციას მივმართე. დირექტორი, მისი მოადგილე ან მასწავლებლები მართლები რომ იყვნენ, განა ასე ჩაკეტავდნენ კარს?

განა არ გამოვიდოდნენ და არ იტყოდნენ რამეს? დღეს სამსახურში მაინც მოვედი და ყველა მტერივით მიყურებდა. 14 წლის გოგო მოკვდა, ვინმეს ხმა რომ ამოეღო, ასე ხომ არ იქნებოდა?“ – ამბობს ტვ „ფორმულასთან“ საუბრისას მუბარის ისმაილოვი.

შეგახსენებთ, რომ კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 14 წლის მოზარდი, აითაჯ შახმაროვა ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა.

ვიდეო: დააკავეს 27 წლის კაცი, რომელმაც საგარეჯოში 14 წლის ცოლი მოკლა

გარდაცვილი მოზარდის ქმართან ერთად დააკავეს აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა. ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მათ ბრალად ედებათ ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა.

ვიდეო: „მითხრა, მაგას თუ იზამ, შენი შვილის გვამს ნახავო.. არც ვიცოდი, რომ 28 წლის იყო.. მისი ოჯახი მეუბნებოდა რომ 22-ის იყო“ – 14 წლის აითაჯის დედა კაცზე, რომელმაც მისი შვილი მოკლა

საქმის პროკურორი თქმით, დედა იყო ადამიანი, ვინც ბავშვი, გამოქცევის შემდეგ, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ქმართან დააბრუნა.

ვიდეო: „არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას.. ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა“ – რას ამბობს 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული

ამავე თემაზე:

აითაჯ შახმაროვას მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს – რას ყვება გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბიძა

„ოჯახთან ვცადეთ დაკავშირება, თუმცა მათი ტელეფონები გათიშული იყო“ – რას პასუხობს სკოლის დირექტორი სამირა ბაირამოვას, 14 წლის აითაჯის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

„გოგო ღარიბი ოჯახიდან იყო, მეფესავით იცხოვრებდაო.. ბიჭი რა შუაშია, გოგოს ოჯახი თანახმა იყოო.. აი, ასე ესმით ადამიანებს ეს უბედურება“ – სამირა ბაირამოვა 14 წლის გოგოს მკვლელობაზე

 

 

mazda magti 5g