LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გოგო ღარიბი ოჯახიდან იყო, მეფესავით იცხოვრებდაო.. ბიჭი რა შუაშია, გოგოს ოჯახი თანახმა იყოო.. აი, ასე ესმით ადამიანებს ეს უბედურება“ – სამირა ბაირამოვა 14 წლის გოგოს მკვლელობაზე

1933
ing (3)

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა, 6 ოქტომბერს, სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეს კიდევ ერთხელ ეხმაურება საკუთარ ფეისბუკგვერდზე და წერს, რომ მას არაერთხელ დასცინეს, როდესაც ნაადრევი ქორწინების პრობლემაზე საუბრობს.

„ვისაუბროთ აიტაჯის სკოლის დირექტორზე.. გამლეტმა 2015 წელს ცოლად მოიყვანა 15 წლის გოგო, მისი მოსწავლე ყოფილა, თურმე მალავდა არასრულწლოვანთა ნიშნობის ფაქტებს“ – რა ინფორმაციას ავრცელებს სამირა ბაირამოვა

„დღეს გავიგე, რომ 14 წლის მოტაცებულმა აიტაჯმა სამჯერ სცადა სახლიდან გაქცევა, დედამისმა კი უკან მიაბრუნა..“ – რას წერს სამირა ბაირამოვა 

„ოჯახში პრობლემა ყოფილა“ – რა ინფორმაციას ავრცელებს სამირა ბაირამოვა საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგონას მამაზე

„15 წელია რეგიონში დღე-ღამე, შაბათ-კვირა ვმუშაობ, ოჯახი, უბანი, სოფელი, ჩაიხანა არ დარჩა, სადაც არ შევსულვარ. ეს ყველაფერი პროექტების გარეშე იყო. არ მახსოვს, ჩატარებული შეხვედრების, ტრენინგების რაოდენობა. ამაზე უარებიც მომხდარა და მოხდება.

2009-2011-ში შუაღამეს ათობით ადამიანი მოდიოდა საქმის გარჩევაზე, მაშინ, ჩვენს რეგიონში ცენტრალური მედია და ორგანიზაციები  თითქმის არ იყვნენ, არც იციან, რაები ხდებოდა.

გოგოს, რომელიც უნივერსიტეტში დადიოდა, პირდაპირ ბოზს ეძახდნენ, დამალული ნომრებიდან ისეთი დამამცირებელ მესიჯს მიგზავნიდნენ. არაერთხელ პოლიციას მივმართე, მაგრამ მათ აინტერესებდათ გოგო ( მე) ვიდრე პრობლემა.

არაერთხელ დამცინეს, როდესაც ნაადრევ ქორწინებაზე პრობლემას ვამბობდი.

იცით, ჩემ გარშემო რამდენმა განათლებულმა, განვითარებულმა ბიჭმა არასრულწლოვანი გოგო მოიყვანა ცოლად? განათლების, სამოქალაქო სექტორში ბევრნი არიან. ფიქრობთ ამ შემთხვევიდან ისწავლიან რამეს? არა.

დღეს, თანასოფლელთან ვსაუბრობდი დამნაშავე ბიჭზე, ბოლოს მეუბნება, ბიჭის ცხოვრება განადგურდა, ბიჭი რა შუაშია, გოგოს ოჯახი თანახმა იყოო.. რატომ დააკავესო.. მშობლებს უფლება აქვთ გაათხოვეს, შენ ან სხვები კი არ ზრუნავდით დღემდე იმ ოჯახზეო და საერთოდ, ლაპარაკის უფლებაც კი არ გაქვთო.

ბიჭთან ერთად არაერთი ფოტო აქვსო, თბილისში იყვნენ, კაფეში, ყველაფერი კარგი იყოო… ის გოგო ღარიბი ოჯახიდან იყო, მეფესავით იცხოვრებდა ამ ოჯახშიო. ასეა, უნახავ ადამიანს რამეს რომ აძლევო, მერე ასე იქცევაო.

აი, ასე ესმით ადამიანებს ეს უბედურება.

ვერ წარმოიდგენთ, რამდენი არასრულწლოვანი გოგო წაიყვანეს სხვა ქვეყანაში, იქ იმშობიარეს, რამდენი ქალი მარტოხელაა, ვითომ არ იცის, ვინაა ბავშვის მამა. ყოველთვის პოულობენ გამოსავალს.

ადგილობრივი პოლიტიკოსები არიან მოძალადეების მფარველი, პოლიცია მათთან კომპრომისზე მიდის, არიან „სპეციალური ადვოკატები“ გუნდურად საქმეს ისე კერავენ, ისე აკეთებენ, ბოლოს მოძალადეს გმირს ხდიან, რა ვიცი იმდენი სათქმელი მაქვს, ჩვენ გარშემო ბევრი უფლებადამცველი, მაგარი გოგო ბიჭები არაერთი მოძალადეს იცავს“, – წერს სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში.

 

15 წელია რეგიონში დღე ღამე შაბათ-კვირა ვმუშაობ, ოჯახი, უბანი, სოფელი, ჩაიხანა არ დარჩა სადაც არ შევსულვარ. ეს ყველაფერი…

Posted by Samira Bayramova on ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი, 2023

 

„სისტემა უნდა დაფიქრდეს, საჭირო ხომ არაა დასჯადი გახდეს იძულებითი ნიშნობაც.. პრობლემაა დანაშაულის შეუტყობინებლობა, ნუთუ, არავინ დაინტერესებულა, სად არის ეს ბავშვი?!“ – აიჰან გასანოვი 14 წლის აითაჯის მკვლელობაზე 

ცნობისათვის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მოკლულის დედას და ბიძას რუსთავის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.აითაჯ შახმაროვას დედას და ბიძას ბრალად ედებათ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა.

პოლიციამ 10 ოქტომბერს დააკავა 27 წლის ასიმ ასლანოვი, რომელსაც არარეგისტრირებულ „ქორწინებაში” მყოფი 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო ტარება ედება ბრალად. ასლანოვს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:

სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას პატიმრობა შეუფარდა

„14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა იყო დანაშაულის ორგანიზატორი, სწორედ დედაა პირი, რომელსაც უშუალო წვლილი მიუძღვის გოგოს გარდაცვალებაში“ – რას ამბობს პროკურორი

ვიდეო: დააკავეს 27 წლის კაცი, რომელმაც საგარეჯოში 14 წლის ცოლი მოკლა

ვიდეო: „არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას.. ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა“ – რას ამბობს 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული

„ჩემი შვილი მოიტაცეს. მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ბიჭმა მითხრა, აქ თუ ჩამოხვალ შენც მოგკლავო“ – საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედის პირველი კომენტარი

ვიდეო: „მაგარი გოგო იყო..ნევროზი ჰქონდა ჩემს შვილს“ – რას ჰყვება 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული კაცის მამა

„შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია“ – სახალხო დამცველის განცხადება

ნათია ფანჯიკიძე: „14 წლის ბავშვს 21-ე საუკუნეში თოჯინასავით გასართობად რომ გაატან პირუტყვს, ეს არის ერთი მხრის მიერ ბავშვის გაყიდვა, მეორე მხრის მიერ ბავშვის გატაცება“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები