“აი, ეს არის ამ ჯალათების სამართალი,”- ასეთ შეფასებას აკეთებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, ნუგზარ წიკლაური, პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
“ჯერ დაჭერილი ჩატაევი ციხიდან გაუშვეს,
მერე თავის ჯგუფთან ერთად შემოიყვანეს საქართველოში.
ამის შემდეგ გარანტიით ჰყავდათ თბილისში და ტერორისტებს ქუჩებში ასეირნებდნენ…
ბოლოს კი 19 წლის უდანაშაულო ბიჭი დაუნდობლად საკუთარ საწოლში ჩაცხრილეს ტერორისტებთან მოკავშირეობის ცრუ დაბრალებით.
აი, ეს არის ამ ჯალათების სამართალი,”- წერს ნუგზარ წიკლაური.
https://www.facebook.com/boco1121/posts/921338844687619?pnref=story
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა.
