LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აი საიდან დაიწყო ყველაფერი – „ბენიფერის“ „მეორედ მოსვლის“ შესახებ ახალი დეტალები იკვეთება

9205
Untitledkkk

მანამ, სანამ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი 17 წლის შემდეგ კვლავ ერთად არიან და დაუვიწყარ რომანტიკულ მოგზაურობაში გარდასულ წლებს იხსენებენ, „ბენიფერის“ გულშემატკივრებს აინტერესებთ, თუ საიდან დაიწყო ყველაფერი.

ფოტო: ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი რომანტიკულ მოგზაურობაში გაემგზავრნენ

ალექს როდრიგესი ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის რომანით შოკირებულია – ახალი დეტალები

და აი, კულუარულმა ინფორმაციამ არ დააყოვნა. სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ბენ აფლეკმა ყოფილ საცოლეს ჯერ კიდევ თებერვალში მისწერა. მაშინ ჯეი ლო დომინიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა და ჯოშ დუამელთან და ლენი კრავიცთან ერთად ფილმზე, Shotgun Wedding მუშაობდა. მასთან ერთად იყო მისი საქმრო, ალექს როდრიგესიც. ფაქტობრივად ბენისა და ჯენის მიწერ მოწერა ალექსის თვალწინ ხდებოდა, ის კი ვერაფერს ხვდებოდა.

„როდესაც ჯეი ლომ ფოტოები განათავსა, ბენმა თავი ვერ შეიკავა და მისწერა, რომ ის საოცრად ლამაზი იყო და დიდი სიამოვნებით იქნებოდა მასთან ერთად დომინიკის რესპუბლიკაში, თუმცა იმ დროს აფლეკი ჯორჯ კლუნთან ერთად  ფილმზე The Tender Bar მუშაობდა. მათი მიმოწერა არ წყდებოდა“, – აცხადებს ინსაიდერი.

„სად მალავ მარადიული სილამაზის ელექსირს?“ – ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესს ეფლირტავება

ცნობისთვის, ლოპესისა და როდრიგესის განშორების შესახებ მარტში გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა წყვილმა ის ოფიციალურად 15 აპრილს დაადასტურა. თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჯენიფერ ლოპესმა ალექსთან ურთიერთობა  ბენ აფლეკის გამო გაწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები