დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, 51 წლის ჯენიფერ ლოპესი და 48 წლის ბენ აფლეკი 17 წლის შემდეგ კვლავ ერთად არიან. ამის შესახებ პირველად მიმდინარე თვის დასაწყისში გახდა ცნობილი. ბენი ჯეი ლოს სახლთან არაერთხელ გადაიღეს.
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ერთად გამოიჭრეს – პაპარაცული ფოტოები
ახლა კი წყვილი რომანტიკულ მოგზაურობაში გაემგზავრა. ინტერნეტსივრცეში ფოტოები გავრცელდა, ლოპესი და ბენი ერთ მანქანაში სხედან, შემდეგ კი პირადი თვითმფრინავით ლოს-ანჯელესს ტოვებენ. აღსანიშნავია, მათ გეზი სამთო კურორტისკენ, მონტანასკენ აიღეს, სადაც აფლეკი სახლს ფლობს.