LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სად მალავ მარადიული სილამაზის ელექსირს?“ – ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესს ეფლირტავება

556
page

51 წლის ჯენფერ ლოპესი გამუდმებით საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ამჯერად ის გამოცემა InStyle-ის გარეკანზე მოხვდა. ფოტოსესია ზღვის სანაპიროზე შედგა. ვარსკვლავმა არაერთი იმიჯი მოირგო, თუმცა ყველაზე მთავარი მისი დადებითი განწყობა და ემოცია იყო, რომლის არ შემჩნევაც შეუძლებელია.

51 წლის ჯეი ლო InStyle-ის გარეკანზე – ვარსკვლავის საოცარი ფოტოსესია

არტისტმა უამრავი ქათინაური მიიღო, მათ შორის გახლდათ ჯეი ლოს ყოფილი საქმრო, ბენ აფლეკი, რომელმაც კომენტარებში თავი ვერ შეიკავა და ლოპესისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ბევრმა ადამიანმა ბენის ჟესტი ფლირტადაც კი შერაცხა.

„სად მალავ  მარადიული სილამაზის ელექსირს? რატომ გამოიყურები ახლა ზუსტად ისე, როგორც 2003 წელს? მე კი უკვე 40 წელს გადაცილებულს ვგავარ“– წერს 48 წლის ბენი.

აღნიშნული კომენტარი ჯეი ლომ უყურადღებოდ არ დატოვა, მან ბენს მადლობა გადაუხადა და საპასუხოდ უთხრა, რომ ისიც არაჩვეულებრივად  გამოიყურება.

შეგახსენებთ, მათი რომანი 2003 წელს გამოსული ფილმის, „ჯილი“ გადასაღებ მოედანზე დაიწყო. შემდეგ ისინი დაინიშნნენ. ბენმა ჯეი ლოს უზარმაზარი, ვარდისფერთვლიანი ბეჭედი აჩუქა. ქორწილი  2003 წლის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა ის ჩაიშალა. ტაბლოიდების ცნობით, პოპ-ვარსკვლავი აფლეკმა მიატოვა. როგორც დასავლური მედია წერდა, დაშორების შემდეგ ლოპესი დიდხანს ებრძოდა დეპრესიას და ამტკიცებდა, რომ ბენი მისი ცხოვრების სამუდამო სიყვარული იყო.

„რასისტს მეძახდნენ და მლანძღავდნენ“ – ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან რომანსა და მასთან დაშორებაზე ალაპარაკდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები