LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რასისტს მეძახდნენ და მლანძღავდნენ“ – ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან რომანსა და მასთან დაშორებაზე ალაპარაკდა

521
38020590-0-image-a-146-1610658922114

პოპ-ვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი და მსახიობი ბენ აფლეკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარსკვლავური წყვილი იყო. მათი რომანი 2003 წელს გამოსული ფილმის, „ჯილი“ გადასაღებ მოედანზე დაიწყო. შემდეგ ისინი დაინიშნენ. ბენმა ჯეი ლოს უზარმაზარი, ვარდისფერთვლიანი ბეჭედი აჩუქა. ქორწილი კი 2003 წლის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა ის ჩაიშალა.

ტაბლოიდების ცნობით, პოპ-ვარსკვლავი აფლეკმა მიატოვა. როგორც დასავლური მედია წერდა, დაშორების შემდეგ ლოპესი დიდხანს ებრძოდა დეპრესიას და ამტკიცებდა, რომ ბენი მისი ცხოვრების სამუდამო სიყვარული იყო. ტაბლიდები იმასაც წერდნენ, რომ ჯენიფერისა და მისი ახალგაზრდა შეყვარებული, კასპერ სმარტის ქორწილი სწორედ ამ მიზეზით ჩაიშალა.

მრავალი წლის შემდეგ 48 წლის ბენმა გამოცემა The Hollywood Reporter-ს ინტერვიუ მისცა და ჯენიფერ ლოპესთან დაშორების პერიოდი გაიხსენა. მსახიობის თქმით, საზოგადოება მას ამ ნაბიჯს არ პატიობდა.

„რაოდენ სასტიკები შეიძლება იყვნენ ადამიენები… ჯენიფერთან დაშორების შემდეგ რას აღარ მიწოდებდნენ, რასისტსა და სექსისტს მეძახდნენ და მლანძღავდნენ, ჯენიფერის რეპუტაციაც განადგურების პირას იყო, ჩვენ შესახებ უამრავი სიბინძურე იწერებოდა“, – ამბობს ბენი.

ბენისა და ჯენიფერის რომანის შემდეგ მრავალი წელი გავიდა.  ბენ აფლეკი ახლა ბონდის გოგონაზე, ანა დე არმასზეა შეყავარებული, ჯენიფერ ლოპესი კი  ალექს როდრიგესთან გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები