LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აი სომეხი ადამიანი: მონასტერში წადი კრიშტიანო – ამბები მოკლედ (ფოტო)

172
mini-2019-10-06-FCBBvsSEVILLA-22

ზლატანმა MLS-ში 30 გოლი გაიტანა, კარლოს ველამ – 34. მექსიკელმა ბომბარდირთა დავა ისე მოიგო, რომ რეკორდი დაამყარა.

„ჰოფენჰაიმის“ სომეხმა თავდამხმელმა სარგის ადამიანმა პირველად გაიტანა ბუნდესლიგაში – თან გამარჯვების დუბლი „ბაიერნთან“ სტუმრად (2:1).

„ბრაიტონის“ კაპიტანი: „კეინი ცდილობდა ჩემთვის პენისი მოეძრო“.

მარტო „იუვენტუსს“ და „ვოლფსბურგს“ არ წაუგიათ ტოპ 5 ლიგაში ამ სეზონში.

კრიშტიანო რონალდო „ინტერთან“ მატჩის წინ ჯორჯინა როდრიგესთან ერთად ტაძარში მივიდა და ილოცა.

მესიმ პირველი გოლი გაიტანა ამ სეზონში.

მესიმ გაიტანა მე-100 გოლი შორეული დარტყმით „ბარსაში“, 43-ე – საჯარიმოდან.

მესი პირველი ფეხბურთელია 21-ე საუკუნეში, რომელმაც ლა ლიგის ზედიზედ 16 სეზონში გაიტანა.

„ბარსაში“ დებიუტი ქონდა 20 წლის ურუგვაელს. ის შეცვლაზე შევიდა და 14 წუთში გააგდეს. არაუხო ბოლო 10 წელიწადში „ბარსას“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო სადებიუტო მატჩში.

Le10Sport: „ბარსა“ გრიზმანს ნეიმარში გაცვლის, თუ ფრანგი ლეო მესისთან ურთიერთობას არ დაალაგებს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები