ჩვეულებრივი კორუმპირებულ კაცია, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი და წლების განმავლობაში ქვეყნის დაზიანებაზე აკეთა ფული, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კარლ ბილდტის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე დაწერილ „ტვიტს“.
“კარლ ბილდტი აიჭრა, რადგან ღარიბაშვილმა მიზანში მოარტყა, ის არის ჩვეულებრივად კორუმპირებული კაცი, ეს არის დადასტურებული დოკუმენტურად. ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი, რომელიც იყოს ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ლობისტი და ქვეყნის დაზიანებაზე გააკეთა ფული წლების განმავლობაში. ნაცმოძრაობა, როცა ამყარებდა აქ სისხლიან რეჟიმს და აუპატიურებდა ადამიანებს, მაშინ ფულის სანაცვლოდ კარლ ბილდტი ფულის სანაცვლოდ ლობირებდა ნაცმოძრაობის სისხლიან რეჟიმს.
კარლ ბილდტი არის ყოფილი პოლიტიკოსი, რომელიც არის ერთი ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი, რაც თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა და ეს მიზანი მოხვდა ზუსტად კარლ ბილდტს…. კორუმპირებული ხალხი არის საშიში და კარლ ბილდტიც იყო საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. ის პირდაპირ ლობირებდა სისხლიან რეჟიმს. ფულის სანაცვლოდ. რა თქმა უნდა მას ეს მიზანში მოხვდა, როცა პრემიერმა მას ეს შეახსენა. კორუმპირებული კაცი როცა სამარცხვინო რაღაცებს წერს, მას უნდა გაეცეს პასუხი”, – თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს. პრემიერის ამ განცხადებას კარლ ბილდტი ასე გამოეხმაურა.
“ეს ტიპი, ვგულისხმობ საქართველოს პრემიერმინისტრს, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ჩემი მეუღლის დადანაშაულება საქართველოსგან მილიონობით დოლარის მოპარვაში გვიჩვენებს, რომ ის რელსებიდან გადავიდა. ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის”. – წერს კალ ბილდტი Twitter-ზე.