LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Airbus-ი საჰაერო ტაქსების ტესტირების დაწყებას წლის ბოლოს გეგმავს

65

კომპანია Airbus-მა პირველი ავტოპილოტი საჰაერო ტაქსების გამოცდა წლის ბოლოსკენ გადაწყვიტა. მსოფლიო პრემიერის თარიღმა სავარაუდოდ დამატებითი სამუშაოების გამო გადაიწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Business Insider–ი აქვეყნებს. გამოცემა ავიამწარმოებლის ხელმძღვანელს ტომ ენდერსს დაუკავშირდა.

როგორც Airbus-ის წარმომადგენლობა აცხადებს, ახალი ტიპის საჰაერო ტრანსპორტის გამოცდა 2017 წლის ბოლოსკენ იგეგმება:

კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტი სახელად – Vahana, ჯერ კიდევ ოქტომბერში ვიხილეთ. მის ფარგლებში გიგანტური დრონის ტესტირება მიმდინარეობდა, რომელსაც მხოლოდ გარკვეული სახის ტვირთის გადატანა და მხოლოდ 1 ერთი ადამიანის გადაყვანა შეეძლო. სამომავლოდ Airbus-ი სრულფუნქციური რამდენიმე ადგილიანი საჰაერო ტიპის ტაქსის შესთავაზებს მომხმარებელს, რომლის უსაფრთხოებასა და წარმადობაზე სწორედ 2017 წლის განმავლობაში ვაპირებთ მუშაობას – აცხადებს ტომ ენდერსი

უნდა აღინიშნოს, რომ იმავე სტილის პროექტით დაინტერესებულია კომპანიები: Toyota და Google. ისინი AeroMobil-ზე მუშაობას ერთობლივად აპირებენ. გარდა ამისა, ამ ტიპის ტრანსპორტის ბაზარზე შემოსვლას გერმანული კომპანია Carplane-ი გეგმავს. კომპანია უკვე ორ ახალ მოდელს ამზადებს. ესენია Transition და TF-X.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები