LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Airbus-მა მფრინავი ტაქსების პროექტი წარმოადგინა

20

კომპანია Airbus-მა, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს და დიდი ხანია მფრინავი ტაქსების პროექტზე მუშაობს, აღნიშნული მოდელების პირველი დიზაინერული  კონცეპტები წარმოადგინა. სრული ზომის პროტოტიპები, რომელზეც კომპანია მუშაობს, სავარაუდოდ 2017 წლის ბოლოს გამოვა.

,,ტაქსი’’ დაკომპლექტებული იქნება ავტომატური მართვის სისტემით. მას შეეძლება ჰაერში მოძრავი ნებისმიერი ობიექტის მყისიერად გარჩევა და შეჯახებისგან თავის აცილება.

კომპანია Airbus-ი მუშაობს მფრინავი ტაქსების საზოგადოებრივ პროექტებზეც. მწარმოებელმა სახალხო ტაქსის CityAirbus-ი უწოდა. მოდელი აღჭურვილი იქნება ჰორიზონტალური პროპელერებით, რომელიც ვერტიკალურად აფრენის შესაძლებლობას იძლევა. CityAirbus-იც წარმოდგენილი იქნება ავტოპილოტით, თუმცა მისი მართვა ადამიანსაც ჩვეულებრივ შეეძლება.

მფრინავ ტაქსებზე დიდი ხანია ასევე მუშაობს კომპანია Toyota და Google-ი. ცნობილია სხვა მსგავსი პროექტებიც: სლოვაკური – AeroMobil, გერმანული Carplane და ასევე ამერიკული ბრენდის Terrafugia-ს Transition და TF-X.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები