LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Airfinity: ჩინეთში კოვიდით ყოველდღიურად 9 000 ადამიანი იღუპება

252
Untitled design (1)

ბრიტანული ანალიტიკური კომპანია Airfinity ჩინეთში კოვიდ 19-ით გარდაცვალების მაჩვენებლის მნიშვნელოვან ზრდაზე ინფორმაციას ავრცელებს. 

კომპანიის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ მონაცემებში აღნიშნულია, რომ ერთი კვირის წინ არსებული თითქმის გაორმაგდა და ქვეყანაში ყოველდღიურად კოვიდ-19-ით 9 000-მდე ადამიანი იღუპება.

როგორც „როიტერსი“ წერს, გასულ კვირას ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ 5 000 იყო, ახლა კი ინფექციამ მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად მოიცვა.

შეგახსენებთ, კოვიდ-19-ის მორიგი ტალღა ჩინეთში ნოემბერში გავრცელდა. მაშინ ქვეყნის ხელისუფლებამ გააუქმა ნულოვანი კოვიდპოლიტიკა, მათ შორის მოსახლეობის რეგულარული PCR ტესტირება და ასიმპტომური შემთხვევების შესახებ მონაცემების გამოქვეყნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები