LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკა სინჯიკაშვილი: „არავინ და არსად არ შეუშვა სახლში უსახლკარო ავადმყოფები..ქუჩაში ამდენი ხნის ცხოვრების შემდეგ, ავადმყოფ დედა-შვილს, თავის სახლში სძინავთ, ამაზე მაგარი საყურებელი საერთოდ არაფერი არ არის“

180
BeFunky-collage (1)

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს.

როგორც აკა წერს, უსახლკარო დედა-შვილი, რომელიც ქუჩაში ცხოვრობდა, ამიერიდან სახლში დაიძინებს.

„ჩვენც ისეთი ბედნიერები ვართ ამათთან ერთად? ?❤️❤️❤️❤️❤️ რადგან არავინ და არსად არ შეუშვა სახლში ქუჩიდან უსახლკარო ავადმყოფები, ვუპოვეთ ადგილი, სადაც დავდგით  სახლი-კონტეინერი ❤️❤️ დაუდგენელი მფლობელის მიწაა და თუ გასხვისდა, სხვა ადგილს მოვუძებნით ❤️

ქუჩაში ამდენი ხნის ცხოვრების შემდეგ, ავადმყოფ დედა-შვილს, თავის სახლში სძინავთ ❤️❤️❤️ ამაზე მაგარი საყურებელი საერთოდ არაფერი არ არის? ❤️❤️

დენი მეზობელმა ბიჭებმა მოგვცეს, არც უფიქრიათ ისე დაეხმარნენ და გამოუყვანეს თავისი სახელოსნოდან, სადაც თვითონაც თავდაუზოგავად შრომობენ ❤️ ყველა წვრილმანი, ადგილზე რაც დაგვჭირდა, ყველაფერი უფასოდ მოგვცა იქვე, პატარა სამშენებლო მასალების მაღაზიის გამყიდველმა ?❤️❤️ ბებოს ახალი ელექტრო ეტლი აჩუქა მარიამმა ❤️❤️❤️ ლევანმა თავისი სატვირთო მანქანით თვითონ გადაიტანა ყველაფერი ❤️❤️

და მადლობა სადგურის სასტუმროს, სადაც შეუშვეს და ამდენი ხნით დაიტოვეს ავადმყოფები და დრო მოგვცეს ამ ყველაფრის გასაკეთებლად ❤️❤️❤️

ჩემი აზრით, ამ ადამიანებით არის გადარჩენილი ეს ქვეყანა❤️❤️❤️

თქვენ, სათითაოდ ყველას, უზარმაზარი მადლობა ❤️❤️❤️

ყველაფერი გამოვიდა“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g