LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკა სინჯიკაშვილი: „კახეთის რეგიონში, ბავშვთა ცენტრებში 300-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ამ ანგელოზი ბავშვების სანტა-კლაუსები, თოვლის პაპები და ჯადოქრები“

215
BeFunky-collage (3)

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ამჯერად, აკა წერს, რომ საზოგადოება უნდა გაერთიანდეს კახეთის რეგიონში, ბავშვთა ცენტრებში მცხოვრები 300-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვისთვის.

ცნობილი ქველმოქმედი აღნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა ვიყოთ პატარების სანტა-კლაუსები, თოვლის პაპები და ჯადოქრები.

„გთხოვთ ყველამ წაიკითხეთ რა ❗❗❗

კახეთის რეგიონში, ბავშვთა ცენტრებში დაახლოებით 300-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია. უმრავლესობა არის ობოლი, მინდობით აღზრდაში და მზრუნველობას მოკლებული, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება და ლაპარაკი. არ იცით, უკლებლად ყველა როგორი უზომოდ თბილი და უზომოდ მოსიყვარულეა ❤️

ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ამ ანგელოზი ბავშვების სანტა-კლაუსები, თოვლის პაპები და ჯადოქრები ????????

მოგმართავთ ყველას, ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს, კლასელებს, კურსელებს, ახლობლებს, ნაცნობებს, სულ ყველას რა.

ამ ბავშვებს, საახალწლოდ აუცილებლად საჩუქრები უნდა ჰქონდეთ და ვეცდებით რაც შეიძლება მეტი ბავშვი გავახაროთ ❤️

მოგვეხმარეთ ვინც როგორ შეძლებთ რა ❤️

გაგვივრცელეთ ეს ამბავი, ბავშვებისთვის ნაღდი სასწაული უნდა დავატრიალოთ ?????????????
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –

ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი

#GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ბანკი

#GE90TB7603845061100016

PayPal – [email protected]

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili

#სიკეთეგადამდებია,“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები