პოპულარულმა ავსტრალიელმა რეპერმა, იგი აზალეამ სიმღერაზე „Team“ კლიპი გამოუშვა. ვიდეოში იგი მეგობრებთან ერთად თვითმფრინავს მოხატავს, რის შედეგადაც მას დააპატიმრებენ.
აღსანიშნავია, რომ თრექი აზალეას მეორე სტუდიური ალბომი „Digital Distortion“ ლიდ-სინგლია, რომლის რელიზიც მიმდინარე წელს იგეგმება. სიმღერის თანაავტორი თავად იგისთან ერთად ლილ უეინია. ამ მომენტისთვის სინგლი Billboard Hot 100-ის 42-ე პოზიციაზე იმყოფება.