LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ Nissan Qashqai-ს 2020 წლისთვის წარმოადგენენ

897

ახალ Nissan Qashqai-ს 2020 წლისთვის წარმოადგენენ. ნისანის კროსოვერების მესამე თაობა სულ რამდენიმე წელში გამოჩნდება და მას წინამორბედებისგან ჰიბრიდული მოწყობილობა გამოარჩევს. სიახლის შესახებ ინფორმაცია თავად იაპონური ბრენდის პრეზიდენტმა პონცემ პანდიკუტირუმ გაავრცელა. ტოპ-მენეჯერის ინფორმაციით, სიახლე ბაზარზე ჩვეულებრივი საწვავის ძრავით და ასევე ჰიბრიდული ვერსიითაც გამოვა.

მოდელის მესამე თაობაზე მუშაობა სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს და ეს პროცესი საკმაოდ რთულია. ასევე ცნობილია, რომ Nissan Qashqai-ს მთლიანად ელექტრონული ვერსია აღარ გამოვა, რადგან მის შესაქმნელად ზედმეტად დიდი ხარჯებია საჭირო. შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით კროსოვერის 1,2 და 2,0 ლიტრის ძრავის მქონე ვერსიებია ხელმისაწვდომი და მათ 115 და 144 ცხენის ძალის განვითარება შეუძლიათ. რაც ყველაზე საინტერესოა, აგრეგატებს ავტომოყვარულები ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად ააწყობენ. ავტომობილის საწყისი ღირებულება კი 19 ათასი დოლარი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები