ჰიბრიდულმა Toyota Prius-მა მფლობელის დასვენების რეჟიმი მიიღო. ელექტრომობილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსი – დამუხტვის ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ყველაზე თანამედროვე ტექნიკური გადაწყვეტილებების დროსაც რამდენიმე საათს გრძელდება. იმისათვის, რომ ეს დრო სასარგებლოდ გაატაროთ, იაპონურმა კონცერნმა Toyota-მ თავის ჰიბრიდებს განსაკუთრებული რეჟიმი დაუმატა. სიახლის საშუალებით აკუმულატორის დამუხტვასთან ერთად ბორტის სისტემების გამოყენებაცაა შესაძლებელი. ფუნქცია My Room Mode მაშინ აქტიურდება, როცა ავტომობილი დასამუხტ სადგურთანაა დაკავშირებული.
რეჟიმი მძღოლს მულტიმედიური სისტემის გამოყენების საშუალებას მისცემს. როგორც Toyota აღნიშნავს, ახალი ოფციის დამსახურებით დამუხტვის პროცესი ბევრად უფრო კომფორტული იქნება და საჭიროების შემთხვევაში ჰიბრიდის დისტანციურ ოფისად გადაქცევაც კია შესაძლებელი.