LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

84
ლენტიავარია

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალციხის შესასვლელთან „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები მრავლობითი მოტეხილობით, ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები