ახალციხეში სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა.
არასრულწლოვანი ამ დროისთვის ახალციხის „ევექსის“ კლინიკაშია გადაყვანილი. ამის შესახებ „ფორტუნას“ ინფორმაცია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მიაწოდეს.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.