LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა მძღოლი პორშეს ლიმიტირებულ მოდელ – 911-ს დაეჯახა

69

ახალგაზრდა მძღოლი პორშეს ლიმიტირებულ მოდელს – 911-ს დაეჯახა. 34 წლის ბრიტანელმა სტივენ პარიმ, რომელსაც უნიკალური Porsche 911 Carrera 4 Cabriolet 996 დაუმტვრიეს, მომხდარი ძალიან მშვიდად მიიღო და პანიკის ნაცვლად ყველაფრის მობილურით გადაღება დაიწყო.

დაზიანებული კაბრიოლეტი ლიმიტირებული სერიიდან არის და მსოფლიოში სულ 19 მსგავსი მოდელი არსებობს, სწორედ ამიტომ მისი  ღირებულება 80 000 ფუნტია. როგორც ცნობილია, ავარიაში დამნაშავე მხოლოდ ახალგაზრდა მძღოლი იყო, რომელმაც საჭე დაბნეულობის გამო ვერ დაიმორჩილა. სტივენმა კი ეს ამბავი უჩვეულო სიმშვიდით მიიღო და როგორც მოგვიანებით განაცხადა, მნიშვნელოვანი ისაა რომ ყველა ცოცხალი გადარჩა და სხვა დანარჩენს ეშველება.

https://youtu.be/6BbCoO_DpaQ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები