LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა ქართველი მილიარდერი ყაზახეთში წლის საუკეთესო მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელად აღიარეს

185
lomta

ახალგაზრდა ქართველი მილიარდერი ყაზახეთში წლის საუკეთესო მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელად აღიარეს.

Kazakhstan Growth Forum-ზე გამართული დაჯილდოებისას, რომელზეც ყოველწლიურად ყაზახეთის საუკეთესო კომპანიებს და მათ ხელმძღვანელებს ასახელებენ, ყურადღების ცენტრში მიხეილ ლომთაძე მოექცა.

„დიდი მადლობა ჟიურის ამ გადაწყვეტილებისთვის. Kaspi.kz-ის გუნდის სახელით დიდ მადლობას გიხდით ჩვენს თითოეულს მომხმარებელს, რადგან ჩვენს სერვისებს იყენებთ და მუდმივი განახლებებისა და ინოვაციების აუცილებლობას შთაგვაგონებთ. ჩვენ კი გპირდებით, რომ ყაზახებს კიდევ უფრო გავაოცებთ იმ ინოვაციური სერვისებით, რომელთაც ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია“, – აღნიშნა კომპანია Kaspi-ს დამაარსებელმა, მიხეილ ლომთაძემ.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ კონკურსში 500 ყაზახური კომპანია მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელია. „კასპი“ ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკური (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

მიხეილ ლომთაძე 46 წლისაა – 1975 წელს ბათუმში დაიბადა. ამჟამად, ქართველი მილიარდერის პირად ცხოვრებაზე მედიისთვის არაფერია ცნობილი.

ახალმა ქართველმა მილიარდერმა ქონებით ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g