LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ამბების ლენტა Facebook-ზე კვლავ შეიცვლება

55

Facebook-ზე ახალი ამბების ლენტა სულ ცოტა ხნის წინ შეიცვალა და სოციალური ქსელის წარმომადგენლები მის მორიგ ცვლილებაზე ალაპარაკდნენ.

კერძოდ კი, მომხმარებლებს უმეტესწილად იმ საიტებზე გადასასვლელი ბმულები გამოუჩნდებათ, სადაც ისინი ყველაზე მეტ დროს ატარებენ. ახალი ალგორითმი ორიენტირებული იქნება იმ დროზე, რომელსაც ადამიანი ამა თუ იმ კონტენტის გაცნობისას ხარჯავდა. ახალი გვერდის გახსნის დროს დაითვლება დრო, რომელზეც ადამიანი ამა თუ იმ საიტზე ატარებს.

შესაბამისად, მისი ახალი ამბების ლენტაში სწორედ იმ საიტის სიახლეები გამოჩნდება, რომელზეც მან ყველაზე დიდი დრო გაატარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები