LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ავიარეისები მაისიდან: ქუთაისი – სანკ–პეტერბურგი

55

Ural Airlines სანკტ-პეტერბურგიდან ქუთაისის მიმართულებით ავიარეისების განხორციელებას იწყებს.

კომპანიის ინფორმაციით, ახალი მიმართულებით ფრენები 3 მაისიდან დაიწყება და კვირაში ერთი რეისი განხორციელდება.

ამის შესახებ კომპანიამ, გაზაფხული–ზაფხულების რეისების დაანონსებისას განაცხადა.

„აირბასების“ ტიპის ხომალდები ქუთაისი– სანკ–პეტერბურგის მიმართულებით რეისებს ყოველ შაბათს შეასრულებს.

Ural Airlines-ი ქუთაისისდან პირდაპირ ავიარეისებს უკვე ახორციელებს მოსკოვის მიმართულებით, ხოლო თბილისიდან ეკატერინბურგისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით დაფინავს.

ეს ავიაკომპანია რეისებს ასევე, ბათუმიდან მოსკოვის, სანკ–პეტერბურგისა და ეკატერინბურგის მიმართულებით ახორციელებს.

სანკტ-პეტერბურგი-ქუთაისის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია საიტზე www.uralairlines.com  და ასევე Uralairlines-ის მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 2008 წლის აგვისტოს ომის გამო  შეჩერებული იყო. ქვეყნებს შორის ფრენები 2014 წლის 15 სექტემბერს განახლდა.

თამთა უთურგაშვილი