ახალი Bugatti Chiron პირველად იქნა შემჩნეული ქალაქის ქუჩებში, როდესაც ის ტესტირებას გადიოდა. როგორც ჩანს ავტომობილი, სერიული წარმოებისთვის მზად არის, რაც მომხმარებლებისა და კრიტიკოსებისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, – წერს საავტომობილო ჟურნალი Jcnews.
როგორც ამბობენ ავტომობილი ყველაზე სწრაფი იქნება იმ ავტომობილებს შორის, რომელიც დაშვებულია საერთო გამოყენების გზებზე. სუპერქარი, კამუფლიაჟით არის დაფარული, თუმცა მაქსიმალურად არის მიმსგავსებული სერიულ ვერსიას.
Bugatti Chiron აღჭურვილი იქნება 8.0 W16 ტიპის ძრავით, რომლის სიმძლავრეც 1500 ცხენის ძალა იქნება. 100კმ/სთ-ს ავტომობილი 2 წამში განავითარებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 450კმ/სთ იქნება. საწვავის მოხმარება კი საშუალოდ 100კმ-ზე 20 ლიტრი იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ მთლიანი ავზის დაცლას სულ რაღაც 10 წუთი მოუნდებით, ხოლო უახლოეს 15 წუთში კი ავტომობილს საბურავებიც აღარ შერჩება.