LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი დასასვენებელი სივრცე დედაქალაქში – თბილისის მერია ე.წ. სამგორის პარკის რეაბილიტაციას იწყებს

103
Untitled design

დედაქალაქის მერია თბილისში კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობას იწყებს.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ, ე.წ. სამგორის პარკის ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

დედაქალაქის მერმა მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას პარკის რეაბილიტაციის პროექტის დროულად მომზადება და სამუშაოების უმოკლეს ვადაში დაწყება დაავალა:

“იცით, ჩვენი დამოკიდებულება ეკოლოგიური სივრცეების მიმართ, თუ რამდენად ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ამ მიმართულებით, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით და არც უნდა გავჩერდეთ. ჯერ კიდევ არაერთი სივრცეა ქალაქში, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება, განახლება, რეაბილიტაცია. რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში პარკის განახლების სამუშაოები და წლის ბოლოსთვის მოსახლეობას ექნება კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე.

ეს პარკი გაუბედურებულ მდგომარეობაშია. ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და არსებული მდგომარეობა არ არის სახარბიელო.” – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული სივრცე 3 ჰა ფართობზეა გადაჭიმული, პროექტი ძალიან მაღალი სტანდარტებით უნდა მომზადდეს, პროექტის შემდეგ კი, შესაბამისი სამსახურები უშუალოდ სამუშაოებზე გადავლენ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამგორის პარკის ტერიტორია წლების განმავლობაში, იჯარით იყო გაცემული, მერიამ კი აღნიშნული ტერიტორია პარკის რეაბილიტაციის მიზნით დაიბრუნა.

 

magti 5g