LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი დეტალები გორში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით – რას აცხადებენ მეზობლები

206
მკვლელობა გორში

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

„მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა“ – სოფელ ტირძნისში ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ფაქტზე ტელეკომპანია „პირველთან“ სოფელ ტირძნისის მაცხოვრებლები საუბრობენ. გარდაცვლილის მეზობლების თქმით, ქალს სამი შვილი დარჩა.

„ჩხუ­ბი მო­უ­ვი­დათ, თუ რა იყო მი­ზე­ზი, არ ვიცი“.

„გა­ვი­გე მოკ­ლაო, მეტი არა­ფე­რი ვიცი. კაცს ვიც­ნობ, თუმ­ცა ვინ არის მისი მე­უღ­ლე, არ ვიცი“.

„სას­წრა­ფო­ში ვმუ­შა­ობ, დილით როცა მი­ვე­დი, მი­თხრეს, რომ გარ­დაც­ვლი­ლიაო. [მგონი] და­ნით ჰქონ­და ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი“.

მეზობელმა თქვა ამის შესახებ, წუხელ არაფერი გამიგია. ახალ­გაზ­რდა ქალი იყო, 3 შვი­ლი ჰყავს, ორი ბიჭი და ერთი გოგო“, – ამბობენ მეზობლები ტელეკომპანია „პირველთან“ საუბარში.

ჩხუბი მოუვიდათ, მიზეზი არ იციან | გორში ახალგაზრდა ქალს ყელი გამოჭრეს – ახალი დეტალები

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 08 ივლისი, 2025

ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ტ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მცხოვრებ ლ.მ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში, კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. უწყების ცნობითვე, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g