iPhone 14 Pro-სა და iPhone 14 Pro Max-ის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. Pro მოდელებზე კიდევ უფრო მრავალ გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ. ახალ iPhone 14-ში Apple ოპერატიული მეხსიერების 6 გბ-მდე გაზრდას გეგმავს. წინა მოდელი, iPhone 13, 4 გბ-ით იყო აღჭურვილი. მას აღარ იქნება„შავი კუნძული“, აღჭურვილი იქნება 48 მეგაპიქსელიანი კამერით, ექნება გაცილებით მეტი სიმძლავრე, მუდამ ჩართული გამოსახულება და უფრო მძლავრი ელემენტი.
ახალი სმარტფონების პრეზენტაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე შედგება. აღსანიშნავია, რომ ბაზრიდან გაქრება iPhone mini და მის ადგილს 6,7-დიუიმიანი iPhone 14 Max დაიკავებს.