მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიზაინერი, დემნა გვასალია პირველად წარადგენს კოლექციას იტალიური მოდის სახლ „გუჩისთვის“.
ეპოქა დასრულდა – ვარსკვლავთცვენა დემნას Balenciaga-ს უკანასკნელ ჩვენებზე
La Famiglia-ს სახელით ცნობილი კოლექცია 25 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე ხელმისაწვდომი იქნება ბრენდის ათ ბუტიკში.
„ეს გუჩისთვის ახალი ეპოქის დასაწყისია“ – აღნიშნულია კოლექციის ანოტაციაში. დემნას „ოჯახის წევრებს“ შორის ვხვდებით, პრინცესას, დივას, დრამის დედოფალს, გულთამპყრობელს და კიდევ უამრავ პერსონაჟს.
„ყველა ეს არქეტიპი გუჩის მომავალი კლიენტია – თავდაჯერებული, განსხვავებული და უჩვეულო“, – ამბობს თავად დემნა.
ცხადია, მოდელებს შორის ვხვდებით მატილდა გვარლიანსაც, რომელსაც ტყავის საოცარი ორეული ამშვენებს.
ფოტო: მუდამ გამორჩეული – მატილდა გვარლიანმა Muse Magazine-ის გარეკანი დაამშვენა



