LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ფოტოები ჯენიფერ ენისტონის ორსულობას ამტკიცებს (ფოტო)

65

ორსულადაა თუ არა ჯენიფერ ენისტონი, ეს ჯერ არავინ იცის. ერთის მხრივ მსახიობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მეორეს მხრივ, ინტერნეტში ჩნდება 47 წლის ენისტონის საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოები, სადაც მას აშკარად ემჩნევა მუცელი. დღეს ენისტონის ყოველი გადაადგილება უკვე ცნობილია პაპარაცებისთვის, რომლებიც არ უშვებენ ხელიდან შანსს მსახიობი ყველა რაკურსით გადაიღონ.

უახლესი ფოტოები ნიუ-იორკშია გადაღებული. მსახიობი მეუღლესთან, ჯასტინ ტერუსთან ერთად იმყოფება და აშკარად ცდილობს ფოტოგრაფებს თავი აარიდოს. ის, რომ ჯენიფერი საგრძნობლადაა მომატებული წონაში, უკვე ყველა ფოტოზე ჩანს. აქვე პაპარაცებმა დააფიქსირეს კადრი, როგორ მალავს მსახიობი მუცელს დიდი ჩანთით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g