LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Honda Civic ინტერნეტში პირველად გამოჩნდა

84

ეს-ესაა პირველად გავრცელდა ახალი Honda Civic-ის ჯაშუშური ფოტოები, რომლის ძრავის მოცულობაც 1.o ლიტრია. აღსანიშნავია, რომ Honda-ს ინჟინრებმა არც ისე დიდი ხანია, რაც ტურბოძრავზე მუშაობა დაიწყეს.

ჩინეთის ტერიტორიაზე, ახალი Civic გაიყიდება ერთადერთი ძრავით, რომელიც 1.5 ლ-ის მოცულობისა და 174 ცხენის ძალის სიმძლავრის იქნება. კონკრეტული ძრავი წარმოდგენილია სახელწოდებით – 220 Turbo. მოდელი გამოდის Honda Dogfeng Motors-თან თანამშრომლობით. საავტომობილო ძრავების სერია არც ისე დიდი ხანია რაც გაფართოვდა, თუმცა კომპანიამ უკვე მოახერხა 180 Turbo-ს მოდიფიცირება, რომელიც ამ ეტაპზე ანვითარებს 127 ცხენის ძალას. სწორედ აღნიშნული მოდელი – 180 Turbo იქნება ახალი Honda Civic-ის აღჭურვილობაში, რომელიც ჟაშუშურ ფოტოებზე იქნა ასახული.

როგორც ცნობილია, C180 Turbo და C220 Turbo ევროპულ მარკეტში 2017 წლის დასაწყისში გამოჩნდება. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა განსხვავება იქნება სედანისა და ჰეჩბექის დიზაინს შორის.

მეტად სავარაუდოა, რომ ჩინეთის ბაზრის ვერსიები განსხვავებული იქნება ევროპული ვარიანტებისგან. ტესტირების შემდეგ ავტომობილი ხელმისაწვდომი გახდა ამხრეთ ამერიკის ავტობაზრიშტვის, აზიის გარკვეულ ქვეყნებში კი აღნიშნული მოდელი ერთი წლის წინ შევიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები