LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Kia Cerato ბევრად უფრო ლამაზი, მხიარული და მდიდრულია

78

ახალი Kia Cerato ბევრად უფრო ლამაზი, მხიარული და მდიდრულია. Kia-ს წინა თაობა მკვდარი ფერის, ხმაურიანი სედანი იყო, ერთობ მოსაწყენი სალონი ქონდა და მოძრაობაშიც საკმაოდ ერთფეროვანად იმართებოდა. თუმცა, ახლა არსებობს ახალი Cerato, რომელიც ინოვაციურ პლატფორმაზე აიწყო და მისი ცნობა თითქმის შეუძლებელია.

განსხვავებით წინა სედანისა, რომელიც მხოლოდ ევროპაში იყიდება, ახალი Cerato ბევრად უფრო გლობალური პროდუქტი იქნება. ავსტრალიაში სიახლეს ჩვეულებრივი სახელი ერქმევა, შტატებში – Forte, ჩინეთსა და სამშობლოში – სამხრეთ კორეაში კი სიახლეს K3 უწოდეს.

წინა წლის მონაცემებით, სედანი 388 ათასი ტირაჟით გაიყიდა და Kia-ს ყველაზე პოპულარულ მოდელებს შორის მოხვდა. ერთადერთი მოდელი რომლის გაყიდვებმაც მას გადაუსწრო Sportage იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები