7 ივლისიდან „სერვისეარი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენების განხორციელებას დაიწყებს.
მგზავრებს „სააბის“ ტიპის 32 ადგილიანი საჰაერო ხომალდი მოემსახურებათ. ერთი გზის ბილეთის ღირებულება 90 ლარს შეადგენს.
ფრენები შესრულდება ყოველდღე, ოთხშაბათის გარდა, შემდეგი განრიგით:
# | მიმართულება | ორშაბათი | სამშაბათი | ხუთშაბათი | პარასკევი | შაბათი | კვირა |
1 |
თბილისი – ბათუმი | 10:00 | 10:00 | 10:00 | 10:00 | 10:00 | 10:00 |
ბათუმი-თბილისი | 12:00 | 12:00 | 12:00 | 12:00 | 12:00 | 12:00 | |
2 |
თბილისი – ბათუმი | 14:00 | 14:00 | ||||
ბათუმი-თბილისი | 16:00 | 16:00 | |||||
3 |
თბილისი – ბათუმი | 18:00 | 18:00 | 18:00 | 18:00 | 18:00 | |
ბათუმი-თბილისი | 20:00 | 20:00 | 20:00 | 20:00 | 20:00 |
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტული კომპანია „ვანილა სქაის“ თბილისისა და ბათუმის ოფისებში, ასევე აღნიშნული კომპანიის ვებ-გვერდზე (7 ივლისის 16:00 საათიდან) და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სალაროში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, შიდა ტურიზმისა და ადგილობრივი რეისების განვითარების მიზნით შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ განახორციელა მგზავრთა საჰაერო გადაყვანის ავიარეისების ორგანიზების და შესრულების მომსახურების შესყიდვა, ელექტრონული ტენდერის გზით. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად გამოვლინდა შპს „სერვისეარი,“
რომელთანაც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება.
შპს „სერვისეირი“ ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან უკვე ასრულებს ფრენებს ქუთაისის, მესტიის და ამბროლაურის მიმართულებებით.