სასამართლოში გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ჯონი დეპი თავისუფალ დროს მუსიკალურ კარიერას უთმობს. მან უკვე არაერთი კონცერტი გამართა. მალე მისი პირველი სრულყოფილი მუსიკალური ალბომიც გამოვა.
ამჯერად, დეპი იტალიაში იმყოფება, სადაც მორიგი კონცერტისთვის ემზადება. ახლახან მსახიობი იტალიის ქუჩებში გამოჩნდა. 56 წლის ჯონი ჯინსის შარვალსა და თეთრ მაისურში იყო გამოწყობილი. მას თან უცნობი, წითურთმიანი გოგონა ახლდა, ისინი მთელი დღის განმავლობაში ერთად იყვნენ. მედიაში გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ აღნიშნული ქალბატონი, დეპის ახალი რჩეულია.
ჯონი დეპმა ემბერ ჰარდს ახალი სიმღერა მიუძღვნა და მას ძაღლი უწოდა
ახალი ცხოვრება დაწყებულია! – გაახალგაზრდავებული ჯონი დეპი პარიზში, საყიდლებზე გადაიღეს