LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდალური განქორწინების შემდეგ, ჯონი დეპი და ემბერ ჰარდი შესაძლოა ერთმანეთს შეხვდნენ

172
page

ჯონი დეპი და ემბერ ჰარდი, მტკივნეული განშორებიდან 8 წლისა და სკანდალური განქორწინებიდან 2 წლის თავზე, ერთ ქვეყანაში აღმოჩნდნენ.

საქმე ისაა, რომ ოსკაროსანი მსახიობი „სან-სებასტიანის“ კინოფესტივალზე იმყოფება, ჰარდი კი თავის ქალიშვილთან ერთად მადრიდში ცხოვრობს.

61 წლის ჯონი უკვე გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე, ამჯერად შავ შარვალში, ყავისფერ პიჯაკსა და ცილინდრში, ამ დროს კი მისი ყოფილი ცოლი, ქალიშვილთან ერთად სეირნობის დროს დააფიქსირეს.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მედიაში დიდი მითმა-მოთქმა ატყდა.

„მათი შეხვედრა გარდაუვალია“, „ალბათ უკვე გადაეყარნენ ერთმანეთს“, – არ წყდება კომენტარები.

შეგახსენებთ, სკანდალური წყვილის გახმაურებული სასამართლო პროცესების შესახებ ფილმი Hot Take: The Depp/Heard Trial გადაიღეს. ფილმში ჯონი დეპის როლს მარკ ჰაპკა ასრულებს, ხოლო მეგან დევისი ემბერ ჰარდის როლს ირგებს.

ჯონი დეპის ახალი „ჰოლივუდური ღიმილით“ – 61 წლის მსახიობი „სან- სებასტიანის“ ფესტივალზე ბრწყინავს

„შეუდრეკელი“ – ემბერ ჰარდი, რომელსაც ფეხის ტრავმა აქვს, შვილს მარტო ასეირნებს – ილონ მასკის კიდევ ერთი ქალიშვილი უნა, უსაყვარლესი გოგონაა

ჰოლივუდის ყველაზე სკანდალური ისტორია – ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის სასამართლო პროცესის სერიალის პირველი „თრეილერი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები