LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი რეგულაციები ბიზნესკომპანიებისთვის

106

მთავრობამ 1 სექტემბრისთვის ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება 2016 წლის 1 იანვრისთვის გადაავადა.
ამის შესახებ უკვე არსებობს მთავრობის დადგენილება. 1 იანვრიდან „ხორბლის ფქვილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ ბიზნესოპერატორის მიერ ხორბლის ფქვილის წარმოების, გადამუშავებისა და ბაზარზე განთავსების პირობები შეიცვლება.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ტექნიკური რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ბაზარზე განთავსებული ხორბლის ფქვილის ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს „ხორბლის ფქვილი“; ნებისმიერი ინგრედიენტი, რომელიც ემატება ხორბლის ფქვილს, უნდა იყოს უვნებელი, მას არ უნდა ჰქონდეს უცხო სუნი და გემო. ბიზნესოპერატორი ასევე ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნები. მაგალითად, იმპორტის დროს პროდუქტი უნდა იყოს განთავსებული მცენარეთა მავნებლებზე დამუშავებულ ხის პალეტებზე.

ახალი რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ რბილი ხორბლისა და ქონდარა ხორბლისაგან მიღებულ ფქვილზე ან მათ ნარევზე, რომელიც შეფუთული, დაფასოებული და განთავსებულია ბაზარზე მოხმარებისათვის. რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ქვეყნის ფარგლებში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო იმპორტზე ზედამხედველობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ეკისრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები