LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სიმღერის გამო, რიანა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა – არტისტს მსმენელის უპატივცემულობაში ადანაშაულებენ

151
photo-collage.png

რიანას ფანები კუმირის მიმართ იმედგაცრუებას გამოთქვამენ. ისინი არტისტს სიზარმაცესა და მსმენელის უპატივცემულობაში ადანაშაულებენ.

მას შემდეგ, რაც რიანამ ახალი სინგლი – Friend of Mine გამოუშვა, ის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. საცეკვაო ტრეკი უაყოფითად შეფასდა.

ფაქტობრივად, რიანას სიმღერით თავი დიდად მართლაც არ შეუწუხებია. სიმღერა ორჯერ ნამღერი ერთი კუპლეტია, რომელშიც რირის ხმა ხელოვნურად გენერირებულს ჰგავს.

შეგახსენებთ, რომ რიანამ სიმღერა – Friend of Mine ,,სმურფების” რიბუთისთვის ჩაწერა, რომელშიც მთავარი ანიმაციური გმირის – სმურფეტის ხმაა.

რიანა ახალი საცეკვაო სიმღერით დაბრუნდა, რომლის კლიპში თავად რამდენიმე წამით ჩნდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები