LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ტექნიკა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – რა შეიძინა TAV Georgia-მ 3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციით

40
lზაფრჰსგრibertyyy

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ ახალი ტექნიკის შეძენაში 3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

“განხორციელებული ინვესტიციით შეძენილია ბაქანზე სახმელეთო მომსახურების ტექნიკა, კერძოდ, მგზავრთა გადასაყვანი ავტობუსი, მგზავრთა ჩასხდომის ახალი კიბე, სპეციალური მანქანა თვითმფრინავის მოყინვის საწინააღმდეგო სითხით დამუშავებისთვის და ე.წ. მაღალი ჩამტვირთავი, რომელიც განკუთვნილია სატვირთო საჰაერო ხომალდების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესებისთვის და უზრუნველყოფს 14 ტონამდე სიმძიმის ტვირთების მომსახურებას”, – აღნიშნულია TAV Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.