LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Toyota Camry სპეციალურად რალისთვის შეიმქნა

124

კომპანია Toyota-მ Camry-ის ახალი მოდიფიცირებული სედანი წარმოადგინა, რომელიც სპეციალურად რალისთვის შეიქმნა. მოდელის დებიუტი, ამერიკული რალის სერიის – NASCAR-ის ფარგლებში შედგება.

როგორც Carscoops წერს, სედანი დაკომპლექტებულია 5.9 ლიტრიანი ბენზინის V8 ტიპის გამწევით, რომლის სიმძლავრეც 725 ცხენის ძალას შეადგენს. მოდელის ძრავი მუშაობს ოთხსიჩქარიან გადაცემათა კოლოფთან ერთად.

სედანის რალის ტრასაზე გამოჩენას 18 თებერვალს უნდა ველოდოთ. აქტივობა Daytona International Speedway-ზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები