საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში ახალი შეზღუდვების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. როგორც პრემიერმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, აღნიშნული შეზღუდვები 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
თუმცა მისივე თქმით, აღნიშნული შეზღუდვები არ შეეხება საახალწლო პერიოდს.
24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში შეზღუდვები მოიხსნება.
ვის არ ეხება შეზღუდვები ანუ ვინ იმუშავებს: მთავრობის გადაწყვეტილება
„ჩვენ ყველას მივცემთ შესაძლებლობას, რომ ვიზეიმოთ ახალი წელი და აღვნიშნოთ ჩვენი რელიგიური დღესასწაულები. ხოლო შემდგომ ისევ დავუბრუნდებით შეზღუდვებს“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე ინფორმაციით, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ცხადდება უქმე დღეები, რაც დაგვეხმარება დამატებითი მობილობის შემცირებაში.
28 ნოემბრიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 სააათიდან აიკრძალება
„ამით ვაძლევთ მოსახლეობას იმის საშუალებას, რომ საახალწლო დღესასწაულები წინასწარ დაგეგმონ, იმისთვის, რომ მათი მობილობა არ იყოს ჩაკეტილი დღეებში და გადაადგილება დაგეგმონ 2 კვირაზე ცოტა მეტი დროით“, – აცხადებს პრემიერი.
რვა დიდ ქალაქში სავაჭრო ობიექტები ონლაინ მუშაობაზე გადადიან