LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რვა დიდ ქალაქში სავაჭრო ობიექტები ონლაინ მუშაობაზე გადადიან

515
34-1024x576

ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწესდა. საქართელოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ ახალი შეზღუდვები ძალაში შევა, 28 ნოემბერს და დასრულდება პირველ თებერვალს.

“ჩვენი მთავარი გეგმა არის, რომ შევამციროთ ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შევამციროთ, რამაც თავის მხრივ უნდა შეამციროს დაწოლა ჯანდაცვის სისტემაზე და უნდა შეამციროს სიკვდილიანობის მაჩვენებლის ძირითადი ზრდა”.

საქალაქთაშორისო გადაყვანა იზღუდება

28 ნოემბრიდან, 24 დეკემბრამდე ქვეყნის რვა დიდ ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, გორი, რუსთავი და თელავი. ასევე, სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანი, გუდაური, მესტია და გოდერძი ყველა სახის ბაზრობები, ყველა სახის სავაჭრო ობიექტები, გადადიან ონლაინ დისტანციურ მუშაობაზე (მიტანის სერვისებზე).

შეგახსენებთ, რომ ეპიდვითარების მიხედვით, მსგავსი ტიპის შეზღუდვები შესაძლოა, იანვარშიც გაგრძელდეს, – აღნიშნა პრემიერმა.

ვის არ ეხება შეზღუდვები ანუ ვინ იმუშავებს: მთავრობის გადაწყვეტილება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g