LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი წლის ღამეს თბილისში ტრანსპორტი უფასო იქნება

35

ახალი წლის ღამეს დედაქალაქის მცხოვრებლებს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობა დილის 04:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

“მეტრო უზრუნველყოფს მგზავრების უფასოდ გადაყვანას. მინდა დავამატო, რომ ავტობუსების მომსახურება იქნება უფასო. ყველა რაიონიდან, ყველა უბნიდან შესაძლებელი იქნება, ვისაც სურვილი აქვს გლდანში, ვარკეთილში, ევროპის მოედანზე მობრძანდეს და დაესწროს კონცერტებს. მათი გადაყვანა უზრუნველყოფილი იქნება, როგორც მეტროთი ასევე ავტობუსებით. უფასო მგზავრობა დილის ოთხ საათამდე იქნება შესაძლებელი”, – თქვა კახა კალაძემ.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ სახაალწლო კონცერტები დედაქალაქში სამ ადგილზე გაიმართება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები