უხანში დაბადებულ ბავშვს კორონავირუსი 30 საათში გამოუვლინდა. BBC-ის ინფორმაციით, დედა თავად იყო ინფიცირებული. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 563 მიაღწია. ინფიცირებულია 28 ათასზე მეტი ადამიანი. ჩინეთის გარდა, 27 სხვა ქვეყანაში ვირუსის 230 შემთხვევაა გამოვლენილი. ქვეყანაში კარანტინში 186 ათასი ადამიანი იმყოფება.შესაბამის მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომისია ავრცელებს.
ჩინეთის კლინიკის კარანტინის ოთახებში გადაღებული კადრები გავრცელდა (ვიდეო)
სამედიცინო პერსონალი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ წესებს იცავს.
ახალი კორონავირუსის ეფექტიანი მკურნალობის მეთოდი ჯერ ვერ მოძებნეს. ე.წ. ჩინური ვირუსი, რომლის ვაქცინაც ამ დრომდე არ არსებობს, პირველად დეკემბერში ქალაქ უხანში დაფიქსირდა.