ახალთახალი Rolls-Royce Ghost პირველივე მგზავრობისას დაამტვრიეს. ინციდენტი ინდოეთში, მუმბაის რაიონში მოხდა და ძვირადღირებული ავტომობილმა ახალმა მფლობელმა ისე დაამტვრია, რომ მისი დარეგისტრირებაც კი ვერ მოასწრო
. ადგილობრივი ჟურნალსიტების ინფორმაციით, სადილერო ცენტრიდან გამოყვანილი ავტომობილი გზიდან ტროტუარზე გადავიდა და კედელს დაეჯახა. ამის შემდეგ Rolls – Royce კედელზე გადაეკიდა და პოლიციას მის მოსახსნელად და მძღოლის უსაფრთხოდ ამოსაყვანად საკმაო დრო დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მსგავსი ინციდენტი ჩინეთშიც მოხდა. მაშინ დაქირავებული Ferrari 458 Italia–ს საჭესთან ქალბატონი იჯდა. მან სადილერო ცენტრი დატოვა თუ არა მაშინვე ავარიაში მოყვა და სუპერქართან ერთად რამდენიმე სხვა ავტომობილიც დააზიანა.