LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა ციხიდან დამირეკა ნიკუშა კაციამ! ოქროს ბიჭმა! ისე გამახარა რომ დიდხანს მეყოფა სიხარული და მხნეობა!“ – რაზე წერს ანდრო ჭიჭინაძის დედა

295
თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ტალახაძე

ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში ნიკა კაციაზე წერს.

„ახლა ციხიდან დამირეკა ნიკუშა კაციამ! ოქროს ბიჭმა! ისე გამახარა რომ დიდხანს მეყოფა სიხარული და მხნეობა! ყველას დიდი მადლობა გადმოგცათ ბრძოლისთვის სოლიდარობისთვის მხნეობისთვის! განსაკუთრებით დედებს გვითვლით, რომ პატარა მოწყენის ნაპერწკალიც არ გვინდა დავინახოო! თქვენ გვაძლევთ დედები ძალასო! ყველას გკოცნით გეხუტებათ და გვიგზავნის კარგ ენერგიას! ისე გამიხარდა ვხტუნაობდი. თბილი, ზრდილი, ძლიერი ადამიანია ჩემი ნიკა კაცია! დიდი მადლობა! ჩემთვის პატივია რომ ვახსოვარ და დამირეკა გამამხნევა და მეფერა!“, – წერს ლიკა გუნცაძე.

შეგახსენებთ, ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 8-იდან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„14 გრამი კოკაინი ძალიან ბევრია, მზად ვარ, დამხვრიტონ, მაგრამ სიბინძურე და ტყუილია, რომელიც „არ მოსულა”… მითხრეს, ხელს თუ მოაწერ, პანღური და წახვალო” – ნიკა კაციას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g