ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ნიკა მელისა საქმეზე პროკურატურის შეთავაზებას ეხმაურება და ამბობს, რომ დღევანდელი ბრიფინგითაც დასტურდება ნიკა მელიას დევნა პოლიტიკური მოტივაციით არის განპირობებული.
„პროკურორმა ბრიფინგზე წარმოუდგენელი რაღაცები ილაპარაკა. ის გირაო აღარ არსებობს, შეცვლილია პატიმრობით და ახლა გვეუბნებიან უკვე გაუქმებული გირაოს თანხა გადაიხადეთო და აღკვეთი ღონისძიება შეიცვლებაო. მე არ მქონია, ცხადია, ამ განცდების შემდეგ კომუნიკაცია ნიკა მელიასთან, მაგრამ ვიცი მისი პოზიცია, რომ გირაოს გადახდას არ აპირებდა, შესაბამისად, ამ ეტაპზე, მხოლოდ ამ პოზიციით ვხელმძღვანელობ.
ამ ბრიფინგითაც დადასტურდა ნიკა მელიას დევნა პოლიტიკური მოტივაციით. თუკი მართლმსაჯულების მიზანი იყო მისი პატიმრობაში ყოფნა, ასეთი შინაარსის ბრიფინგებს პროკურატურა არ უნდა ატარებდეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობით არ უნდა ხელმძღვანელობდეს“, – განაცხადა საძაგლიშვილმა “ინტერპრესნიუსთან”.