LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა ინფანტინოს მიადგნენ: ჯანის ჯანებში მოხვდება

40

ფიფას პრეზიდენტის საოცნებო პოსტი არც თუ საოცნება რამ ყოფილა. ხელშეუხებელ ზეპ ბლატერს რაც დამართეს, კარგად მოგეხსენებათ, მას მერე თითქოსდა ჩაწყნარდა ვითარება, მაგრამ ნურას უკაცრავად – ახლა მოქმედ პრეზიდენტს და ბლატერის თანამემამულე ჯანი ინფანტინოს მისდგნენ.

გერმანული გამოცემა “ველტი” წერს, რომ ფიფას ეთიკის კომიტეტი ინფანტინოს საქმეს იძიებს. მოქმედ მმართველს ბრალად ედება, რომ მისი ინიციატივით, ფიფას საბჭოს სხდომის ჩანაწერი განადგურდა. არ არის გამორიცხული ინფანტინოს 90 დღით შეუჩერდეს პრეზიდენტობა.

შეგახსენებთ, რომ ინფანტინომ თებერვალში გაიმარჯვა არჩევნებში და ოთხი წლით ჩაიბარა მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაცია. ოთხი წლით თუ ნაკლებით, ახლა უკვე საკითხავი გახდა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები