საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, ე.წ. „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტების გაწვევას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ეხმიანება.
საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია
ჯოზეფ ბორელი „ტვიტერში“ წერს, რომ განცხადება გაწვევის შესახებ კარგია, თუმცა ახლა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო:
„საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვის გამოსახატად.
ეს მშვიდობიანი პროტესტი ძლიერი და თვალსაჩინო იყო.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადება კარგი ნიშანია, ახლა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო“, – აღნიშნულია ბორელის „ტვიტში“.
რას ნიშნავს კანონპროექტის გაწვევა?
მამუკა მდინარაძე: კანონი ჩავარდება – სპეკულაციები უნდა მორჩეს
